ადამიანის უფლებათა ცენტრი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე საუბრობს

14 თებერვალი 2017, 00:00 2033 ნახვა

დაკავებულ სასულიერო პირს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი შეხვდა. მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე გაუთქმელობის პირობის გამო ბრალდებებს ვერ პასუხობს, რაც ერთგვარად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია. იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება უნდა გაუქმდეს, რათა ბარლდებულს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცეს.  მისივე თქმით, დეკანოზის ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია. რაც შეეხება მედიაში მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს, როგორც ლომიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე არ უსაუბრიათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი