უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიღუპა და დაშავდა ათას 400-ზე მეტი ბავშვი. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, დადასტურებულია 478 ბავშვის სიკვდილი.
ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია ჩერნიჰოვის ოლქის სოფელ ლიზუნოვკაში, სადაც 1-ელ მაისს რუსი სამხედროების შეტევას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან მუშაობა გრძელდება საბრძოლო მოქმედებების რაიონებსა და დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.