თურქეთში პრეზიდენტობის ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს გამოკითხულთა 51.4 პროცენტი უჭერს მხარს.
თურქული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის გამოკითხვა კვლევითმა ცენტრმა, „ოპტიმარმა“ 25-28 აპრილს ჩაატარა და მასში 3 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთა 48.6 პროცენტი მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.