საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ილია დარჩიაშვილმა და ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა მოაწერეს ხელი. მანამდე კი მათ შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდება ებრაელ კოლეგა მინისტრს და ქვეყნის პრეზიდენტს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.