თურქეთში, ქალაქ ბურსაში საშუალო სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა, ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.
დაღუპულებს შორის ერთი მძღოლი და ორი მოსწავლეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბურსის გუბერნატორის თქმით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, 3 მასწავლებელი, ხოლო 2 მძღოლი.
მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და ავარიაში ანკარაში დაბრუნებისას მოჰყვნენ.