ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ამბობენ, რომ დასახლებაში, სადაც 80-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ბოლო 4 წელია მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ გადაადგილდება, რის გამოც მათ პრობლემები ყოველდღიურად ექმნებათ, რადგან ცენტრალურ გზამდე 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.
ტრანსპორტის დანიშვნისკენ მოუწოდებს მერიას ნაციონალური მოძრაობა.
მიშა ბოლქვაძის განცხადებით, სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის ბიუჯეტში მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა დაპირების მიუხედავად მოსახლეობა 4 თვის შემდეგაც ტრანსპორტის გარეშეა, ამ ფონზე კი ოპოზიციის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიამ 300 ათასი ლარის ღირებულების ახალი ავტომობილები შეიძინა.