რაგბის კლუბი "ბათუმი" საქართველოს დიდი 10-ის ფინალში გავიდა.
წინასწარ ფინალში, რომელიც ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა "ბათუმმა" 34-17 თბილისის "ლელო" დაამარცხა.
ბათუმელთა მხრიდან ლელოები : ძნელაძის, ფრუიძის და სიჭინავას ანგარიშზეა.
5 ჯარიმა და 2 გარდასახვა კი მამუკა ნინიძემ ზუსტად შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი "ბათუმი" ტიტულის დასაცავად დიდი 10-ის ფინალში 6 მაისს რუსთავის "ხარებს" დაუპირისპირდება.
ფინალური დაპირისპირება ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა.