მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

30 აპრილი 2023, 13:33 1019 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალენდარი პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია.
საქართველო F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ითამაშებს.

პირველ შეხვედრას ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიას ეთამაშება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 30 აგვისტოს ვენესუელასთან მატჩით დაასრულებს.

საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩატარდება.

მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში