პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა. სწავლება დღის და ღამის პირობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დასკვნით ფაზაში "ალფა" ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონმა და საინჟინრო ოცეულმა.
სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.