დროის მართვის უპირატესობები, მოტივაციის ამაღლება და უკეთესი შედეგები - აღნიშნულ საკითხებზე, სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდა.
კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგი, „ცოდნისა და უნარების ქსელებისა და პლატფორმების„ - პროექტის ფარგლებში ტარდება, რომლის ფარგლებში აჭარაში 300-მდე ახალგაზრდა გადამზადდა, პარარლელურად გადამზადდნენ აჭარაში მოქმედი კოლეჯების პედაგოგები.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მესამე წელია ხორციელდება და ჯამში 700-მდე ბენეფიციარი გადამზადდა. ტრენინგი უნარების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.