სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ამჯერად, საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ჩამოფრინდნენ.
გუშინ კი ქვეყანაში დაბრუნდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები.
საქართველოს 33 მოქალაქე სუდანიდან ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თურქეთში გაემგზავრნენ.