რექტორთა საბჭო

28 აპრილი 2023, 14:10 565 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რექტორთა საბჭოს ფორმატი განაახლა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ.

რექტორთა საბჭოს შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე  გადაწყვეტილებების მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი