თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა, მიღწეული წარმატებები მიულოცა

28 აპრილი 2023, 12:33 756 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გააცნო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმადაც ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ  თანხას მიიღებენ.

"ფონდი მილიონ ლარს გადააჭარბებს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ბათუმის სპორტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა, გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში