რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

27 აპრილი 2023, 10:29 676 ნახვა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან  44  უკრაინელი სამხედრო დაიხსნა. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

ანდრეი ერმაკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ  გათავისუფლებულებს შორის  42 სამხედრო მოსამსახურე, ორი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ზოგიერთს სხეულზე წამების შედეგად მიყენებული დაზიანებები აღენიშნება. 

ოთხშაბათს  კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  გაავრცელა ვიდეო, რომელზეც  მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინული ტყვეობიდან  40 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაბრუნებაა ასახული. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი