სუდანიდან ევაკუირებული ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა

27 აპრილი 2023, 11:06 741 ნახვა

ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ისინი სამუშაო ვიზიტით სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო.

ავიაკომპანიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მათი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტეში განახორციელა.

"ეგვიპტეს საზღვართან დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მიხეილი, რომელმაც უზრუნველყო შედარებით სწრაფ დროში საზღვრის კვეთა. დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი დგას საზღვარზე, ვინც ცდილობს საზღვრის გადაკვეთას. მანვე უზრუნველყო ჩვენი თანამშრომლების პირველ რიგში, საზღვრის პირა ქალაქში მიყვანა, სასტუმროში განთავსება. ცოტა ხნით დაისვენეს და განაგრძეს გზა კაიროს მიმართულებით. გუშინ საღამოს გამოფრინდნენ კაიროდან. სამწუხაროდ, გუშინ „თურქიშის“ თვითმფრინავმა დააგვიანა და ვერ მოასწრეს გამოფრენა. ვერ მიუსწრეს თურქეთში მათ რეისს და შემდეგი რეისით ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ.

ქაიროში რჩება ავიაკომპანია „მაი ეარლაინსის“ 13 თანამშრომლები, რომლებსაც საქართველოში ხვალ დილით ჩამოიყვანენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი