საქართველოს შესახებ რეპორტაჟი ბალკანეთის ტელეარხებზე გავა

26 აპრილი 2023, 14:53 610 ნახვა

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შემდეგ სერბი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ.

გადამღებმა ჯგუფმა უკვე მოინახულა რეგიონში ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები, ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები.

უცხოელი ჟურნალისტები ბალკანეთის ტელეარხებისთვის აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ვრცელ რეპორტაჟს მოამზადებენ და მას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინიას, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში