ალმათში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს - უცხოური მედია

25 აპრილი 2023, 16:20 720 ნახვა

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ალმათში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო სამუშაოების დროს საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტერნეტ თაღლითები ქოლცენტრში მუშაობდნენ.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ალმატში ე.წ. ქოლ-ცენტრები ჰქონდათ გახსნილი და თაღლითური სქემებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.

მათივე განცხადებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითებთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოვლინდა. ისინი თავს ბანკის თანამშრომლებად წარმოადგენდნენ და ყაზახეთის მოქალაქეებს ონლაინსესხებს უფორმებდნენ.

ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ათობით მსხვერპლი. გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი