იმუნიზაცია იცავს - ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საოჯახო მედიცინის ცენტრში პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია მიმდინარეობს.
23-დან 29 აპრილამდე იმუნიზაციის კვირეულს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს. წელს შეიცვალა პაპილომა ვირუსზე აცრის ასაკი და 26 წლამდე გახანგრძლივდა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ იმუნიზაცია მნიშვნელოვანია და პროცესის მხარდაჭერა საჭიროა ყველა სფეროს წარმომადგენლის მხრიდან.