13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ორი აფეთქების შედეგად, რომელიც პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი კონტრტერორისტულ ოფისში მოხდა ჩრდილო-დასავლეთ სვატის ხეობაში.
ოფისის წარმომადგენლის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასწარი ვარაუდით საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაუჩნდა.
ჯერ-ჯერობით თავდასხმის არანაირი მტკიცებულება არ არის.