სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სასადილოების მოწყობაა - გიორგი ამილახვარი

24 აპრილი 2023, 11:32 560 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილოების მოწყობა.

ამილახვარის თქმით, ეს აუცილებელია, რათა ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით.

მისივე განცხადებით, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე, კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ, სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს.

„იუნისეფის“კვლევაში ბევრი პოზიტიური ფაქტორია გამახვილებული. მაგალითად ის, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტამდე კმაყოფილია სკოლამდელი განათლებით, 80 პროცენტამდე კმაყოფილია ზოგადი განათლების მიღწევებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ, ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის არის სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ – ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია ორი-სამი წლის განმავლობაში.

ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა, ანუ სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე, კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ, სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლების მინისტრმა კომენტარი გააკეთა დავით კეზერაშვილის საქმეზეც და განმარტა, რომ  საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი