ქართველები სუდანში რჩებიან

23 აპრილი 2023, 14:50 676 ნახვა

ამერიკის შემდეგ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან.  22-მდე ქართველი ამ დრომდე სუდანის დედაქალაქ ხარტუმში რჩება.

ავიაკომპანია  „ჯეოსქაი“-ს ვიცე პრეზიდენტის შალვა კაპანაძის ინფორმაციით ისინი ჯანმრთელად არიან  და ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილი.

კაპანაძე ასევე ამბობს, რომ  ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია და სროლის ხმები არ ისმის. რაც შეეხება ქართველების ევაკუაციას  „ჯეოსქაის“ ინფორმაციით  კომპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი