ქალაქის მთავარი დღესასწაული "ბათუმობა 2023" თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ 29 აპრილს 12:00 საათზე დაიწყება.
კულტურული ღონისძიებები ძირითადად გაიმართება ბულვარის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ მთავარ სცენაზე. ბათუმობაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის კულტურის ცენტრის სასულე ორკესტრი, ,,ჯაზ ბიგ ბენდი’’, ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. საზაფხულო თეატრის წინ გაიმართება მიუზიკლი ,,Mamma Mia”. ნაჩვენები იქნება ბათუმზე გადაღებული ფილმების კადრები. გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. დრამატულ თეატრში მოეწყობა თეატრალური პერფორმანსი „აჭარის არქივი 100 წლისაა“.
გაიმართება ბათუმელი მხატვრებისა და სხვა გამოფენები, სპორტული აქტივობები, ანიმატორების წარმოდგენა, ქართული კერძების დაგემოვნება.