ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ორი ქართველის დაკავება სცადეს 

22 აპრილი 2023, 12:03 737 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს. ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი