ორი ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ აშშ-ში. არიან დაშავებულებიც. ოკლაჰომას შტატის ქალაქ კოულში ძლიერ ჭექა-ქუხილს თან ახლდა რამდენიმე ტორნადო და სეტყვა.
ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, შეფერხებებია ენერგომომარაგებაში.
ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბებს ითვლის.