ქართველი ჰოკეისტები ესპანეთთან დამარცხდნენ

20 აპრილი 2023, 10:18 633 ნახვა

მადრიდში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მეორე დივიზიონის ა ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები მასპინძლებს დაუპირისპირდა. ანგარიში მხოლოდ მე-2 პერიოდში გაიხსნა, შაიბა დორიან დონატმა გაიტანა.

მატჩის ბოლოსწინა წამზე, როცა საქართველოს ნაკრების კარში მეკარე აღარ იდგა, ქუიმ მურატეტმა მეორეც გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა  2:0.

სამი ტურის შემდეგ 3-3 მოგება ხორვატიას და ესპანეთს აქვთ, საქართველო 2 გამარჯვებით მესამე პოზიციაზეა, ისლანდიას 1 გამარჯვება აქვს, ავსტრალიამ და ისრაელმა ჯერ-ჯერობით, ყველა შეხვედრა დათმეს. ხვალ საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან  თამაში ელის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი