სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, სპორტის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში წყალბურთის ჭაბუკთა ნაკრები ქუთაისში გაემგზავრა. 30 სპორტსმენი 8 დღის განმავლობაში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლის. ღონისძიება დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარით დაფინანსდა და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.