მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი, Arcturus-ი ცირკულირებს. ინფექციონისტების განმარტებით, ვირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონის” სხვა შტამების კლინიკური მიმდინარეობის მსგავსია.
დამატებით კი ერთი გამოხატული ნიშანი და სიმპტომი- კონიუქტივიტი აქვს. მედიკსოების თქმითვე, ქვეყანაში ახლა ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს და არა არქტურუსი.
დასძენს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია. საკითხს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა.
მისი თქმით, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა და ის ჯანმოს აქტიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. თუმცა, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახალ მუტაციას გადამდებლობის სწრაფი გავრცელების უნარი აქვს.