სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. პატრიარქი სამკურნალოდ ბერლინში იმყოფება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოკვლევების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.