ესებუას სასამართლო პროცესი გადაიდო

19 აპრილი 2023, 10:54 676 ნახვა

„საქართველოს ბანკის ძარცვის“ საქმეზე დღეს ჩანიშნული სხდომა გადაიდო. მიზეზი, როგორც  ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულის  სამხარაულის  ექსპერტიზის ბიუროში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანა გახდა.

იოსებ ჯანაშიას განმარტებით,  ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების  არანაირი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის  მოთხოვნა მაინც დააკმაყოფილა.

ადვოკატი  სასამართლოს ტენდენციურ მიდგომებზე საუბრობს და იხსენებს იმას, რომ მაგალითად  დაცვის მხარეს არ მიეცა  ბადრი ესებუას სუნისა და ხმის გადამოწმების, კერძოდ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, რაც  მისი მოსაზრებით  სისხლის სამართლის საქმეში კითხვებს აჩენს.

გამოძიება  ბადრი ესებუას საქართვლოს ბანკის ძარცვის საქმეში რამდენიმე მუხლს ედავება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში