ქობულეთში, ახალსოფლის დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე ცეცხლის ორი კერა არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილობრივების ინფორმაციით, გაზაფხულის სეზონზე ხანძრები განსაკუთრებით ხშირია.