ქართველები სუდანში

18 აპრილი 2023, 12:05 806 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია სუდანიდან ისევ ვერ ხერხდება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მათ უსაფრთხო გამოყვანასა და სამშობლოში ჩამოყვანაზე აქტიურად  მუშაობს.    

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილის  ინფორმაციით, პროცესს ხელს უშლის სროლები და შეტაკებები, რომელთა შეჩერებაზე შეთანხმებას  დაპირისპირებული მხარეები ვერ ახერხებენ.   სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი 30-მდე ქართველიდან 20 ავიაკომპანიების  თანამშრომელია. 

''მაივეი ეარლაინსის“ და „ჯეო სქაის“ გენერალური დირექტორების ინფორმაციით, მათი თანამშრომლები  ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი