გასულ 24 საათში, რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

18 აპრილი 2023, 09:59 601 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 57-ჯერ გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინული ჯარის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით -ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. 

მათივე ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციასაც.ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებზე გასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა მტრის 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ აბხმუტი და მარიინკა რჩებიან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი