აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 07:00-დან 22:00 საათამდე, ბათუმში #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალის, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით ფერიის სასაფლაომდე.
#11 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებით გადაადგილებისას გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების გავლით იმოძრავებს, ხოლო #2 და #2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. ასევე ცალმხრივად შეიცვლება #24 და #46 მიკროავტობუსების მოძრაობის სქემაც.
გარდა მუნიციპალური ტრანპორტისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები დაინიშნა ბათუმი თბილისის და პირიქით, ასევე დედაქალაქიდან ფოთის მიმართულებით, სპეციალური რეისები სრულდება უკუმიმართლებითაც.
გაზრდილი მოთხოვნის გამო, დღესვე ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ 1 რეისი დაემატა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა, უკუმიმართულებით კი მატარებლის გასვლის დროა 14:30 საათი.