მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

17 აპრილი 2023, 11:45 685 ნახვა

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს საფლავებზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 07:00-დან 22:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალის, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით ფერიის სასაფლაომდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი