შერმადინის 20 ქულა - „ტენერიფეს“ მორიგი გამარჯვება „ლიგა ენდესაში“

16 აპრილი 2023, 18:18 719 ნახვა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 27-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერ „ბასკონიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:81 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 24:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

„ლენოვო ტენერიფე“ 19 მოგებითა და 8 წაგებით ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, შინ „ბრეოგანთან" გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი