სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოკვლევების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.