შენგელიას 15 ქულა -„ვირტუსმა“ ევროლიგაზე გამოსვლა დაასრულა

14 აპრილი 2023, 01:37 657 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 89:84 დაამარცხა. 

ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 27 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 7 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

"ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის რეგულარული სეზონი 14 მოგებითა და 20 წაგებით, მე-14 ადგილზე დაასრულა, რაც პლეიოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში 16 აპრილს შინ „ტრენტოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი