აშშ-მა ბუდაპეშტში რუსული ბანკის სამ ტოპ-მენეჯერს სანქციები დაუწესა

13 აპრილი 2023, 10:48 744 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ მაღალჩინოსანს სანქციები  მას შემდეგ დაუწესა, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ  უგულებელყო აშშ-ის შეშფოთება  არა გამჭვირვალე კრემლის პლატფორმის შესახებ.

ვაშინგტონი შეშფოთებულია იმის გამო, რომ  უნგრეთის ლიდერები აგრძელებენ მცდელობებს კავშირები გააძლიერონ რუსეთთან მიუხედავად მისი სასტიკი აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ.     

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ  ბულგარეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა შეწყვიტეს თანამშრომლობა რუსეთის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან.

უნგრეთის მთავრობამ კი  არ მიიღო ზომები ამ ბანკის წინააღმდეგ, რომელიც  ბუდაპეშტში 2019 წლიდან  საქმიანობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში