რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება დღეიდან უკვე შესაძლებელია. სატვირთო ავტომობილების გატარება პოლიციამ გუშინ საღამოსვე დაიწყო. თუმცა, დროებით იმოქმედებს სპეციალური რეჟიმი.
კერძოდ, დღეიდან ყოველდღე დილის 7-დან საღამოს 7-საათამდე უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვები იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში აკრძალული იქნება.
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.