''მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები’’- ამ სახელწოდებით დღეს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მიზანი სწავლებისა და მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიების შემუშავებაა.ტრენინგში ზუსტი და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიისა და ინგლისურის მე-7 და მე12 კლასის ყველა მოქმედი მასწავლებელი და დირექტორი იღებდა მონაწილეობას. პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება.