საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სასტიკი ვიდეოკადრები, რომელიც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, კიდევ ერთი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით.
„შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული.
ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“, - წერს პრეზიდენტი.