ვითარება რიკოთის უღელტეხილზე

12 აპრილი 2023, 10:56 505 ნახვა

რიკოთის უღელტეხილი კვლავ ჩაკეტილია. როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა  ამ დრომდე უცნობია. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მანქანები ისევ ალტერნატიული გზით, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით მოძრაობენ, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ამ გზაზე გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გუშინ კიდევ განვითარდა მეწყრული პროცესები და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე  მოძრაობა დროებით ისევ შეჩერდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში