უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

11 აპრილი 2023, 10:11 624 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი S-300 ტიპის ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებებით, მტრის 52 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით,  რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 8 დარტყმა მიაყენა.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 179 320-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი