საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

10 აპრილი 2023, 17:53 520 ნახვა

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში,საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ჩრდილოეთ მაკედონიამ ჩავიბარეთ ეუთო-ს თავმჯდომარეობა, როდესაც ომი დაბრუნდა რეგიონში, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ძირი გამოუთხარა ჩვენი ორგანიზაციის საფუძველს, ღირებულებებს და ვალდებულებებს, რომელიც ამყარებდა მშვიდობას, ათწლეულების განმავლობაში, რომ არ აღვნიშნოთ სიცოცხლის შესაძლებლობები უკრაინასა და მის საზღვრებს გარეთ, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა განაცხადა. როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, დღესდღეობით ეუთო არის ისე საჭირო, როგორც არასდროს. ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და დეპუტატებთანაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში