სიტყვის თავისუფლების დასაცავად დედაქალაქში გამართული აქცია დასრულდა. აქციის დასრულების შემდეგ როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო დღეს შეიკრიბება და მომავალი კვირის გეგმას შეიმუშავებს. დღევანდელ აქციაში 8 პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდა.