ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს აკრედიტაციის შეჩერებას კითხვის შინაარსთან. მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „TV პირველის” ჟურნალისტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე და მნიშვნელოვანია, ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო.
პაპუაშვილის განცხადებით, რესპონდენტის სურვილს ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ.
„პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანმშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ.
როგორც ჩანს, არ ერკვევით სამართლებრივ საკითხებში. იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყო აჟიტირება, დევნა, „შევარდნები“ ოთახში, რაც იყო პრაქტიკა, ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომაც შემუშავდა ეს წესები. სწორია ეს პრინციპები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, კითხვების დასმასთან ერთად წაიკითხონ წესები. რამდენიმე საკითხია, მათ შორის, ის, რომ აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს, ადამიანს არ შეუვარდნენ ჩართული კამერებით წინასწარი თანხმობის გარეშე. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო, ამიტომ როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს ინტერვიუ, უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.