საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა

06 აპრილი 2023, 13:26 831 ნახვა

FIFA-მ განახლებული მსოფლიო რეიტინგი 2023 წელს პირველად გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და 1311.51 ქულით 77-ე პოზიციას იკავებს.

ვილი სანიოლის გუნდმა მონღოლეთთან (6:1) და ნორვეგიასთან (1:1) მატჩების შემდეგ 5.53 სარეიტინგო ქულა მიიღო, რაც ერთი პოზიციით წინსვლისთვის გამოდგა საკმარისი.

რეიტინგის მოწინავე სამეულში სამი ცვლილება მოხდა და ყოფილი ლიდერი ბრაზილია ერთბაშად ორი პოზიციით დაქვეითდა და ამ დროისთვის მესამე ადგილზეა.

პირველ პოზიციაზე კი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ნაკრები გადავიდა, ხოლო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი