საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით თბილისის ჭადრაკის სასახლემ, სწრაფ ჭადრაკში შოთა ინწკირველის მემორიალს უმასპინძლა. ტურნირი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
შეჯიბრება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. სამივე კატეგორიაში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
აჭარიდან ასპარეზობდა ორი სპორტსმენი: მარიამ ცეცხლაძე 16 წლამდე და ანეტა ქედელიძე 12 წლამდე გოგონათა შორის. მარიამ ცეცხლაძემ ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბათუმელი მოჭადრაკე ტურნირისთვის დავით მაღალაშვილმა მოამზადა.