ბილეთების ონლაინრეალიზაციის ბაზარზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

06 აპრილი 2023, 10:31 386 ნახვა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ცნობით, საკითხი  კინოთეატრების ბილეთების ონლაინრეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს შეეხება.

მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას  და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელურ  გარიგებებს გულისხმობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში