მედიაწიგნიერება - ახალი არჩევითი საგანი სკოლებში

06 აპრილი 2023, 11:10 582 ნახვა

2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს  მედიაწიგნიერება დაემატება.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. 

ღონისძიებაზე პროექტში ჩართულ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროგრამაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი